ჯუნგლები - მივდივართ, თუ ვრჩებით?




ჩემმა გუშინდელმა ბლოგმა პრეზიდენტის განცხადების შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია. რასაკვირველია, ამას თემის აქტუალურობით და მთავარი პერსონაჟის პოპულარობით ვხსნი, და არა ბლოგის ღირსებებით. მაგრამ მაინცრადგან მრავალი საინტერესო შენიშვნა თუ კრიტიკული აზრი გამოითქვა, ჩავთვალე, რომ უფრო ეკონომიური იქნება, თუკი მათ დავაჯგუფებ, ერთად ვუპასუხებ, და ასე გავაგრძელებ თემას

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ბლოგის მიზანი არ იყო განათლების რომელიმე მოდელის პროპაგანდა ან სხვათა დაკნინება. მე ხელისაწვდომი საყოველთაო განათლების სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ ამ პოზიციის დაცვა სხვა, უფრო სერიოზულ  არგუმენტაციას, მეტ დროს და თუნდაც სხვაგვარ სადისკუსიო სივრცეს მოითხოვს.

ბლოგის მიზანი იყო ფაქტების მოხმობით ეჩვენებინა სამი გარემოება:

1.      პრეზიდენტი არაკომპეტენტურია - ამ შემთხვევაში, განათლების სისტემის ორგანიზების საკითხში.

2.     პრეზიდენტი არაადექვატურია ახალგაზრდობისადმი მიმართვის მისი სტილი შეუწყნარებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადრესატებისათვის, არამედ ნებისმიერი საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანისათვის.

3.     ახალგაზრდები, რომლებიც განათლების სისტემის რადიკალური რეფორმის ინიციატივით გამოდიან და სულ მცირე, საზოგადოებრივი დისკუსიის პროვოცირებას ცდილობენ, გაცილებით კომპეტენტურნიადექვატურნი და პროგრესულად მოაზროვნენი  არიან, ვიდრე პრეზიდენტი პლიუს მთელი მთავრობა ერთად აღებული.


-ნი სიმონ ჯანაშია ერთი შენიშვნა შემდეგი იყო სინამდვილეში ევროპული უნივერსიტეტები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ამერიკულს - თუმცა იგი აღიარებს, რომ ეს გადასახადთან არაფერ შუაშია (დანარჩენში მის შენიშვნებთან არსებითი წინააღმდეგობა არ მაქვს. მის მოსაზრებებს თუმცა სრულად არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ ამ პოზიციებიდან კონსტრუქციული დისკუსიის წარმოება სასარგებლო შეიძლება იყოს).

რა შეიძლება ითქვას ამ შენიშვნის პასუხად: ჯერ ერთი, არ მგონია, რომ ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა, ჰუმბოლდტი და .. მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ამერიკულ სასწავლებლებს. ასეც რომ იყოს, მე ვლაპრაკობდი განათლების სისტემაზე, როგორც ასეთზე, და არა კონკრეტულ უნივერსიტეტებზე. ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლოა რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო კონკრეტული უნივერსიტეტი მაგ. ინდონეზიაში იყოს. ამავე დროს, გამორიცხული არააზოგადად განათლების სისტემა ინდონეზიაში ერთ-ერთი უარესი იყოს მსოფლიოში. განათლების სიტემის ზოგადი ხარისხი მრავალი პარამეტრის მიხედვით დგინდება, და კერძო კარგი უნივერსიტეტები (რასაც ხშირად ევროპიდან მაღალი ანაზღაურებით ჩამოყვანილი პროფესორების რეპუტაციაც განაპირობებს) თუმცა ალბათ უფრო მაღალ ჯამურ ქულებს განსაზღვრავენსაბოლოოდ მთლიან სურათს ვერ ცვლიან. ფაქტია განათლების სისტემათაA რეიტინგში დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნები მნიშვნელოვნად უსწრებენ შეერთებულ შტატებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევა მე სანდო წყაროდ მიმაჩნია.

ამ ლოგიკის მაგალითები შეიძლება სხვა სფეროებიდანაც მოვიყვანოთ ამერიკული კლინიკები, თუკი სწორედ კლინიკების სიას  შევადგენთ, ალბათ წამყვან ადგილებს დაიკავებენ მსოფლიო რეიტინგში. უდავოა მრავალი ამერიკული კლინიკა მსოფლიოში საუკეთესოთაA შორისაა - სამედიცინო მომსახურებით თუ ტექნოლოგიური აღჭურვილობით. პრობლემა ისაა, რომ თავად ჯანდაცვის სიტემა ისეა მოწყობილი, რომ მაღალი ფასებისა და მოუქნელი ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის გამო ამ სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობა უამრავ ამერიკელს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ასევე კომპეტენტური საერთაშორისო შეფასებებით, ამერიკული ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში ერთ-ერთ უარესად ითვლება განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების სისტემებს შორის.

სხვა მკითხველის მიერ გამოთქმული იყო, ვფიქრობარცთუ გონივრული აზრი რომ უფასო განათლების მომხრე იმიტომ არაა, რომ ეს სწავლის სტიმულს მოკლავსნაკლები გინდა გადაიხადო? ისწავლე უფრო მეტი თავგამოდებით. ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, სამწუხაროდ ვერც ადამიანის ბუნებაში, ვერც ჩვენებური სისტემის არითმეტიკაში კარგად ვერ ერკვევიან.

მეორე მხრივ, გამოთქმული იყო შენიშვნა, რომ სწავლის ფასის დაკავშირება ხარისხთან არასწორია. ამას სრულად ვეთანხმები და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამიტომაც  - არ დამიკავშირებია. მე ვთქვი, რომ უფასო განათლება ცუდ განათლებას არ ნიშნავს. ეს კი სულ სხვა რამეა. ჩემი აზრით, ამ აზრის დამადასტურებელი არგუმენტები მოვიყვანე, რომელთა გადამოწმება ყველას თავად შეუძლია.

სწორედ პრეზიდენტია, ვინც სწავლის ფასი და ხარისხი, გუშინდელი განცხადებით, ერთმანეთს დაუკავშირა. სწორედ ესაა მისი არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენლი.

სწავლის გადასახადის ეტაპობრივი შემცირება (და არა ერთი ხელის მოსმით გაუქმება) ლაბორატორია 1918-ის ახირება არაა. ესაა ჩემი აზრით, სწორი კომპლექსური ხედვის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მხოლოდ ერთი მომენტი. ეს ხედვა, გარდა ფასისა, სხვა ფაქტორებსაც, სხვა რეფორმებსაც ითვალისწინებს, რომელთაც სწავლის დონის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს. ამ ფაქტორთაგან უმნიშვნელოვანესია უნივერისტეტების რეალური ავტონომია, რაც ლაბორატორიის დღის წესრიგში ასევე მთავარი ამოცანაა. და ..


ამასთან, უფასო განათლება არ ნიშნავს კერძო ფასიანი განათლების აკრძალვას (კერძო სასწავლებლები ჩვენ მიერ ჩამოთვლილ უფასო განათლების ქვეყნების უმრავლესობაშიცაა). ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საზოგადოებრივად საჭირო ყველა პროფესიაში საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და მაღალი დონის განათლების უზრუნველყოფაზე. სწორედ ეს ქმნის პირობებს, რომ კერძოO და სახელმწიფო სასწავლებლებს შორის ჯანსაღი, მხოლოდ განათლების ხარისხზე კონცენტრირებული კონკურენცია წარმოიშვას. ცხადია მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ცოდნა და ყველა სხვა რესურსი აქვს, რომ საზოგადოებრივად მხარდაჭერილ უნივერსიტეტებს კონკურენცია გაუწიოს და განათლების კიდევ უფრო მაღალი დონე შესთავაზოს ახალგაზრდებს, ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ. სიტუაცია ასეთი რომ არაა, სწორედ ეს განაპირობებს იმ, ჩემი აზრით, აშკარა გარემოებას, რომ დღევანდელი ‘პრესტიჟული’ კერძო სასწავლებლების რეპუტაცია მხოლოდ ზოგადად განათლების სისტემის კატასტროფულად დაბალ დონესთან კონტრასტს ეფუძნება. ეს სასწავლებლები ნებისმიერ ევროპულ მესამეხარისხოვან უნივერსიტეტს რომ შეადაროთ, გულისმომკვლელ სურათს მიიღებთ.

გადასახადის საკითხი კი არა აკადემიური, არამედ სოციალური საკითხია

შესაბამისად, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა აკადემიურ ან ადმინისტრაციულ წრეებს კი არა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას აქვს! სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადაგმულ ნაბიჯებთან ერთად, აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები განათლების საყველთაო ხელმისაწვდომობისაკენ.

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა უმნიშნველოვანესი ამოცანაა, და უფასო (სახელმწიფოს მიერ დაფინასებული) განათლება მისი მიღწევის მხოლოდ ერთი მეთოდია. მე ამ მეთოდის უპირატესობა მჯერა, მაგრამ მზად ვარ სხვა მეთოდების მომხრეებთან დისკუსიისათვის.

იმ განვითარებულ ქვეყნებში კი, სადაც სწავლა უფასო არაა, განათლების სოციალურობის პრინციპი ასევე დაცულია და სხვა ინსტიტუტებით და მეთოდებითაა უზრუნველყოფილი. მაგ. უპროცენტო სასწავლო კრედიტით, კორპორაციული სტიპენდიებით, სპეციალური ფონდებითქველმოქმედების ტრადიციული ინსტიტუტებით და ..

მაგ. მრავალ ქვეყანაში მას, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა არ ხელეწიფება, შეუძლია მშობლების დაბალი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინოს და სწვლისათვის საჭირო ფული უპრობლემოდ მიიღოს. მოკლედ, მოდელები უამრავია, მაგრამ პრინციპი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა განვითარებულ ქვეყნებში ყველგან უზენაესია. ჩვენისთანა არაადამიანური სისტემა არსად არაა ამაში დარწმუნებული შეგიძლიათ ბრძანდებოდეთ.


ჩვენი ამოცანა არაა რომელიმე მზა მოდელი გადმოვიღოთ. გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი მოდელის შექმნა მოგვეთხოვება. მაგრამ არსებული გამოცდილების შესწავლა და გამოყენება ბევრ დროს დაგვიზოგავდა.


რაც შეეხება პრინციპს ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება ეს მოდელი კი არაა, არამედ ის, რაც ჩვენ მოდელს უნდა დაედოს საფუძვლად. ესაა ფასეულობების საკითხი. საპირისპირო პრინციპი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს განათლების შერჩევითი სისტემა სადაც განათლება უფლება კი არა, პრივილეგიაა რასაკვირველია მათი, ვინც უკვე მოიპოვა სხვა პრივილეგიები ფული და ძალაუფლება. ამრიგად, არჩევანი მხოლოდ ასეთია ჯუნგლებში გვსურს გავაგრძელოთ ცხოვრება, თუ დროა განვითარების გზას დავადგეთ.


ჩვენი სისტემის ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ისაა, რომ სწავლის საფასური არა სოციალურ ფაქტორთან, არამედ აკადემიურ მოსწრებასთანაა დაკავშირებული. ფულს იღებს არა ის, ვისაც სწავლისათვის ესაჭიროება, არამედ ის, ვინც უკვე კარგად ისწავლა. არადა კარგად შესაძლოა სწორედ იმიტომ ისწავლა, რომ მშობლებს საკმარისი ფული აქვთ, რომ სწავლის პირობები უზრუნველყონ საკუთარი შვილისთვის (რაც თავისთავად ძალიან მისასალმებელია). მაგრამ ამავე დროს, რომელიმე ღარიბი ოჯახის წარმომადგენელმა, რომელიც იდეაში იქნება ყველაზე ნიჭიერიც იყოს, შესაძლოა სწავლის საშუალება ვერ მიიღოს იმიტომ, რომ მეცადინეობის ნაცვლად იძულებული იყო ბავშვობიდან თოხის ქნევაში ან სარჩოს მოპოვებაში ეხარჯა დრო. ასეთი სიტუაცია ბოროტებაა, და ვინც მის შენარჩუნებას ცდილობს ბოროტმოქმედნი არიან.


მეტიც, გადასახადის საკითხი ფინანსური ასპექტის მხოლოდ ერთი მხარეა. სხვა მხარეებია: პროფესორთა ხელფასები, სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, ტექნიკური აღჭურვა, სტიპენდიები და .. ყველა ამ სფეროში ჩვენთან გაუმართლებელი, ხშირად დამამცირებელი ვითარება გვაქვს.


მაგალითისთვის, ამ ლოგიკიდან შევხედოთ  სტიპენდიის საკითხს:

დღეს სტიპენდიას აძლევენ იმას, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. არადა არავინ სვამს კითხვებს: რატომ არ აქვს, დავუშვათ, სტუდენტ X- მაღალი აკადემიური მოსწრება? იძულებული ხომ არაა, ორ რესტორანში ოფიციანტად იმუშავოს ბინის ქირის, კვების, მგზავრობის, წიგნების და .. ფული რომ გამოიმუშავოს, რის გამოც სწავლის დრო აღარ რჩება? ან იქნებ, იმედგაცრუებულია, რაკიღა საკუთარი ახლობლების გამოცდილებიდან იცის, რომ ასეთი განათლებით საზოგადოებრივი სივრცეში თვითრეალიზაცია შეუძლებელია, საზღვრგარეთ წასვლის შანსი კი არ აქვს? იქნება სხვაგვარად უნდა მოვაწყოთ ჩვენი სისტემა, რომ საზოგადოებამ ასეთი ადამიანების პოტენციალი არ დაკარგოს?

რა იქნება, რომ სახელმწიფოს მიერ სტუდენთათვის გამოყოფილი ფული მივცეთ არა ჯილდოდ მათ, ვინც უკვე კარგად ისწავლა, არამედ - აუცილებელი ხარჯებისათვის მათ, ვისაც ეს ფული სწორედ კარგად სწავლაში დაეხმარება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინც კარგად სწავლობს არ დავაფასოთ. პრეზიდენტისა თუ სახელობითი, კორპორაციული თუ ფონდების მიერ დანიშნული სტიპენდიები მაღალი მოსწრების სტუდენტთა დაჯილდოებისა და სხვათაA მოტივირების საუკეთესო და საკმარისი საშუალებაა. უნდა შეიქმნას საკანონმდებლო და სხვა წინაპირობები ამგვარი შესაძლებლობების გაჩენისათვის.

მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს წარმატების ტრიუმფალური აღნიშვნებისათვის კი არ უნდა ფლანგავდეს, არამედ იმათი დახმარებისათვის, ვისაც საზოგადოების ხელშეწყობით კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია - ისევ საზოგადოების სასიკეთოდ, ამის გარეშე კი საერთოდ განწირულნი არიან ცხოვრების ფსკერზე დარჩნენ. ეს არა მხოლოდ ამ ახალგაზრდათაA ინტერესებშია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად საზოგადოების. და ეს იცის ყველამ, ვინც იცის, რომ ნიჭი და ტალანტი სოციალური კლასის მახასიათებლები არაა, და არც მემკვიდრეობით გადაეცემა და არც ანდერძით დატოვებულ ქონებასთან ერთად.

ასეთია სოციალური საზოგადოებრივი პრინციპებით მოწყობილი ქვეყნის ლოგიკა.

კონსტიტუცით ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ.

პრაქტიკაში ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ანტისოციალურია.

თავმოყვარე საზოგადოების წევრები ერთმანეთს გვერდზე დაუდგებოდნენ და  პასუხს მოსთხოვდნენ ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციის, უბრალოდ ადამიანობის უმთავრეს პრინციპებს უგულებელყოფს.

1 comment:

  1. Anonymous5/05/2012

    რეებს მიედ-მოედებით ხალხნო... გერმანიაში ვსწავლობდი საკმაოდ ცნობილ უნივერსიტეტში და რაღაც სიმბოლური თანხა გვქონდა სემესტრში ერთხელ გადასახადი... მთელს გერმანიაში ასე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში... და გერმანიას რა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები და შესაბამისად სწავლის ხარისხი აქვს კი უნდა იცოდეს აქ ზოგ-ზოგიერთმა... გააფეტიშეს აქ ამერიკა...

    ReplyDelete