ჰაიეკი?



ეს ტექსტი დღეს ერთ ჩემი მეგობრის პასუხად დავწერე. რადგან ჰაიეკი დღეს არა მხოლოდ ზოგიერთი ქართველი ინტელექტუალის ძალზე დაგვიანებული, ანაქრონისტული გატაცების საგანია, არამედ ნეოლიბერალური ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი იდეოლოგიური დასაყრდენი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო, ცალკეც გამომაქვს. ცოტა შევცვალე, ბუნებრივია ამომწურავ კრიტიკად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ ზოგიერთი, ჩემი აზრით საგულისხმო ფაქტის ნაკრებია.


ჰაიეკი ფსევდომეცნიერულია – ძალიან ბევრი (არასოციალისტი) ეკონომისტის, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების აზრით. ჰაიეკის სულიერი შვილი მილტონ ფრიდმანი, ასევე გორდონ ტულოკი, ბრაიან კაპლანი, პოლ კრუგმანი მის მრავალ თეორიას თეორიას მცდარად, და ირაციონალურად მიიჩნევენ. ირაციონალიზმის ბრალდება მოგეხსენებათ, ზოგადად ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოძღვრების მიმართ ვრცელდება.


2. პოლიტიკურად ანგაჟირებულია. დევიდ ლაიდლერის აზრით, ჰაიეკის თეორია იმთვითვე პოლიტიკური მიკერძოებულობით იყო მოტივირებული. ეს არა მგონია ვინმესთვის საიდუმლო იყოს. არსებითად ამ ირაციონალური და ფსევდომეცნიერული მოძღვრების არსი პოლიტიკური ენით გამოიხატება, რაც ქართულ სინამდვილეში შეიძლება ასე გამოითქვას – მიეცით მთელი ძალაუფლება კახა ბენდუქიძეს!


როგორც კეინზი იტყოდა, შეშლილი პოლიტიკური ექსტრემისტების მოქმედება უმეტესწილად რომელიმე აკადემიური მჯღაბნელის შრომებიდან იკვებება. სწორედ ასეთ აკადემიკოსად, ომების, დიქტატურების, უსამართლო ეკონომიკური ‘წესრიგის’ გასამართლებლად გამოადგა ჰაიეკი იმ პოლიტიკურ კლასს, რომელიც ნეოლიბერალიზმის პოლიტიკის წყალობით დედამიწის რესურსების დიდ ნაწილს უკვე დაეუფლა. 


სწორედ იმ პოლიტიკური კლასის ახირებით, რომელმაც მის იდეოლოგიაზე დაყრდნობით უამრავი ადამიანის სიღტაკისთვის გაწირვის ხარჯზე უზარმაზარი ქონება დააგროვა, ჰაიეკი ნობელი პრემიით დააჯილდოვეს. ეს ერთ–ერთი ყველაზე პოლემიკური ქმედება იყო ნობელის პრემიის ისტორიაში, მაგრამ როგორც ჩანს, კომიტეტმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ზეწოლას ვერ გაუძლო. თუმცა რაღაც მაინც მოახერხეს – ნამუსის მოსაწმენდად გუნარ მირდალთან, სოციალისტ ეკონომისტთან ერთდ გაუყვეს ჯილდო პატივცემულ ჰაიეკს.



ჰაიეკის მოძღვრება ამორალურია. ჰაიეკს შეუძლია დიქტატურა გაამართლოს იმ იმედით, რომ მერე ის დემოკრატიაში გადაიზრდება (!). 


’პირადად მე ლიბერალური დიქტატურა მირჩევია არალიბერალურ დემოკრატიულ მმართველობას’. - ჰაიეკი.


შეგახსენებთ, რომ ჰაიეკის შემთხვევაში საზოგადოდ ლიბერალურში მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა იგულისხმება, და არა კლასიკური ლიბერალიზმის ფასეულობები.


ისმის კითხვა – თუკი ეს მოდელი – პინოჩეტიდან – დემოკრატიისკენ, გამართლებულია, რატომაა სტალინი გაუმართლებელი? უკეთ, გზა სტალინიდან – გორბაჩოვისაკენ? არა მგონია ათსობით დახოცილი, ათიათსობით ნაწამები ადამიანის ხარჯზე პინოჩეტის ეკონომიკური მიღწევები, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, ვიდრე სტალინის მიერ ერთ–ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან ეკონომიკად და ზესახელმწიფოდ ქცევა. 


’ლონდონ თაიმსისადმი’ წერილში ჰაიეკი იცავდა ხუნტას, აცხადებდა რა, რომ ’ამ ძალიან გაკრიტიკებულ ჩილეში მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც არ აღიარებდა, რომ პირადი თავისუფლება პინოჩეტის დროს ჩილეში ბევრად მეტი იყო, ვიდრე ალიენდეს დროს.’’


როგორც ’გარდიანი’ წერდა პასუხში - ’რა თქმა უნდა პინოჩტის რეჟიმის მიერ ათსობით დახვრეტილი და ათულ-ათსობით ნაწამები ადამიანები არ ლაპარაკობდნენ’ 




დღეს, როცა პინოჩეტიც დასრულდა და ალიენდეც, და ისტორიის უფრო მიუკერძოებელი ცოდნა გახდა შესაძლებელი, შეგვიძლია უფრო სწორი წარმოდგენა შეიქმნა ამ საკითხზე. არსებობს მრავალი ფილმი და სხვა წყაროები, სადაც პინოჩეტის ფაშისტური რეჟიმის სისასტიკის შესახებ თავად რეჟიმს გადარჩენილი მრავალი მსხვერპლიც ლაპარაკობს. 


4. ამგვარად, ჰაიეკი არის გზა პინოჩეტისაკენ, ზოგადად – ტოტალიტარიზმისაკენ. 


აი ლიბერტარიანელი ეკონომისტი ვალტერ ბლოკი, ვენის ეკონომიკური სკოლის ანარქო–კაპიტალისტი (ალბათ ყურადღებას აქცევთ, რომ სოციალისტების მოსაზრებებს შეგნებულად გვერდს ვუვლი):



სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ჰაიეკმა მისი საკუთრი ფილოსოფიური პერსპექტივის მიართ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რომ თუ მის პრინციპებზე სისტემას ავაგებდით, იგი არცთუ განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, რასაც თავად თითქოს გადაჭრით უპირისპირდებოდა. 

კონფორმიზმის ამორფულობა


ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც დღეს ჩვენში კონფორმიზმის გამართლებას ცდილობენ, იმ უდავო გარემოების მოშველიებაა, რომ კონფორმიზმი - აუცილებელი სოციალური ფუნქციაა.


გაუგებრობის მიზეზი როგორც ჩანს, გაგებაზე დაბეჯითებული უარი უნდა იყოს, რაც თავის მხრივ...

მოგეხსენებათ, თანამშრომლობაც  (კოლაბორაცია) აუცილებელი სოციალური ფუნქციაა, რომლის გარეშე ასევე ვერაფერს მივაღწევთ,  მაგრამ  სიტყვა კოლაბორაციონიზმს  უმეტესწილად უარყოფითი მნიშვნელობით ხმარობენ. რატომ ხდება ასე?

სიტყვების ტექნიკური, ეტიმოლოგიური, მეცნიერული, სალაპარაკო მნიშვნელობები ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც ესა თუ ის სიტყვა ითქმის. მაგ. იდეალიზმი (მატერიალიზმი) ფილოსოფიაში სხვა რამეა, პოლიტიკაში სხვა, ხოლო ჩვეულებრივ მეტყველებაში ისეთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რასაც ვერა ფილოსოფოსი ვერ ჩაწვდება.

თუ სიტყვა კონფორმიზმის სოციოლოგიურ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ -  სოციალურ რეალობასთან  შეგუების უნარს, რასაკვირველია, ცხადია, რომ მის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. მრავალ გარემოებასთან  შეგუების გარეშე  ვერც კერძო ინდივიდი იხსნის საკუთარ ცხოვრებას ჯოჯოხეთად ქცევისგან. ამ სოციალურ ფუნქციას ფესვები ბიოლოგიაში აქვს და იქ მას ადაპტაცია ჰქვია. ადაპტაცის, გარემოსთან შეგუების უნარის გარეშე ადამიანის მოდგმა უბრალოდ ისტორიულად არ შედგებოდა.

მაგრამ როცა ამ სიტყვას არა სოციოლოგები, ბიოლოგები და ა.შ., არამედ მაგ. რეჟისორები ხმარობენ, შესაძლოა სულ სხვა რამეს, მაგ. უზნეობასთან, ბოროტებასთან შეგუებას ნიშნავდეს. http://en.wikipedia.org/wiki/The_Conformist_(film) ეს კი ძალიან, ძალიან ცუდი რამაა. უზნეობასთან და ბოროტებასთან შეგუება (კონფორმულობა) ისაა, რაც საზოგადოებას  ბრბოდ, ცხოვრებას - გულისამრევ მასკარადად აქცევს. შესაძლოა ვინმეს არ მოსწონს, ან არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია - ჩვეულებრივ მეტყველებაში სიტყვები ეტიმოლოგიურ და სხვა მნიშვნელობებს ხშირად სცილდებიან და ახალ კონოტაციებს იძენენ. უნდა შეგვეძლოს გავერკვეთ, როდის რაზეა ლაპარაკი. ბოროტებასთან  შეგუება არ შეიძლება გავამართლოთ იმით, რომ თუ კაცი მორყეულ სკამს ვერ ეგუება, ფეხზე მდგარს მოუწევს ჭამა, და რადგან ზეზეურად ჭამა ცუდია, კონფორმიზმი კარგია.

რასაკვირველია, კონფორმიზმს არაფერი აქვს საერთო დეკლარირებულ პოლიტიკურ პლატფორმასთან  - კონფრმისტი შეიძლება იყოს ლიბერტარიანელიც და სოციალისტიც. მაგრამ კონფორმისტი არაა მემარჯვენე, რომელიც საკუთარი ’სულიერი’ სიმშვიდის უზრუნველსაყოფად უკრიტიკოდ იღებს ქვეყანაზე შიმშილისა და სიღატაკის არსებობას, და ამაში მთავარ დამნაშავეებად თავად მოშიმშილეებს მიიჩნევს;  არც მემარცხენე, რომელსაც კატეხიზმოსავით დაუზეპირებია კაპიტალიზმის ბოროტებათა მოცემული ნუსხა, და ტვინის გატოკების აუცილებლობისგან რომ თავი დაიძვრინოს,  ხმამღლა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანტრასავით იმეორებს ’გაქსუებული ბურჟუების’ ლანძღვას.  ესენი რაიმეს მშვიდად კი არ ეგუებიან, გულქვაობასა და სიბრიყვეს ამკვიდრებენ.

მაგრამ თუ კონფორმიზმი - კონკრეტულ სიტუაციაში აშკარა ბოროტებასთან, უსამართლობასთან, უზნეობასთან შეგუებაა - ეს ბოროტებაა, რადგან ესაა ადამიანური არსების, ადამიანთა თანაცხოვრების უმთავრესი საფუძვლების  ნგრევასთან შეგუება. ამას ვერანაირი ღვლარჭნილობა და სოფისტიკა ვერ გაამართლებს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენში ზოგიერთები - როგორც წესი, ყველასთვის აშკარა მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილი ხალხი, არა უბრალოდ შეგუებისაკენ მოგვიწოდებენ, არამედ - ცდილობენ გაამართლონ, მეტიც, სიკეთედ წარმოგვიდგინონ ბოროტება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით როგორ ცდილობენ ეს ადამიანები ერთმანეთს შეეჯიბრონ ცინიზმსა და დემაგოგიაში. აქ ჩვეულებრივი გარეწრობა იწყება, და კონფორმიზმზე საუბარი სასაცილო ხდება.

ეპისტოლე რომის პაპს



ვატიკანი, წმინდა პეტრეს ტაძარი,
ბ-ნ რომის პაპს

თბილისი, დიდი დიღომი,
გიორგი კევლიშვილი


ძვირფასო რომის პაპო, ღმერთის მოადგილევ დედამიწაზე, უწმინდესო და უზეშთაესო, თვალწარმტაცო, გულთა მტანჯველო და გონების სხივო… სამყარო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ კიდევ ერთი ცხოვრების კრედიტით აღება შეიძლებოდეს, მას თქვენი უმაღლესობისადმი ჰიმნთა თხზვას მივუძღვნიდი. მაგრამ, რადგან, როგორც ტელეარხი დისკავერი გვარწმუნებს, ეს შეუძლებელია, ამჯერად აქ შევწყვეტ თქვენ დიდებას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

მე, ისევე, როგორც თქვენი ასეულობით მილიონიანი მრევლის უდიდეს უმრავლესობას, სრულიად არაფერი გამეგება თქვენი სარწმუნოების ფილოსფიური თუ თეოლოგიური საიდუმლოებებისა. მაგრამ ეს არამც და არამც თავს დამცირებულად არ მაგრძნობინებს. აკი თავად ქრისტეს მოსწავლეებსაც კი საეჭვოა რამე გაეგოთ თქვენ წიგნებში და ეპისტოლეებში. სამაგიროდ, თქვენი რიტუალების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე და სანახაობრივი ხასიათი ყველა წრფელ გულს ატყვევებს. ასევე, მეტ-ნაკლებად ყველას ესმის სიმბოლური შინაარსი თქვენებური წეს-ჩვეულებებისა. სწორედ სურვილი ამ წეს-ჩვეულებებში მეტი ჩართულობისა და ამგვარად ჩემი სულიერების განვითარებისა  მაიძულებს ამ წერილის მოწერას. იმედი მაქვს ამგვარად შევძლებ, თქვენი რწმენის სიღრმეებისადმი ზიარებას ისე, რომ ლათინურისა და სხვა უსარგებლო საგნების შესწავლას თავი ავარიდო.

რიტუალთაგან რომელიც სხვათა უმეტეს იზიდავს ჩემ, და არა მარტო ჩემ არსებას, არის თქვენ მიერ კარდინალთათვის ფეხისბანის აქტი, რომელიც როგორც მე მესმის, თქვენ, თუნდაც მოჩვენებით, სიმდაბლესა და სხვათადმი მსახურების მოწოდებას განასახირებს. მაგრამ, მოდი წმინდა მამაო, ერთად დავაკვირდეთ ამ რიტუალს. განა კარდინალნი ისინი არიან, ვისაც თქვენი მსახურება სჭირდებათ? განა ისინი ქვეყნიერების შეძლებულ და გავლენიან ნაწილს არ ეკუთვნიან, რომელთაც შეუძლიათ თუნდაც ათობით სხვა მსახური დაიქირაონ? გარდა ამისა, არ მეთანხმებით, რომ კარდინალთათვის – თქვენი ოფისის თანამშრომელთათვის ფეხების ბანა კორპორატიულ თავშექცევას უფრო წააგავს, ვიდრე სულიერებით განმსჭვალულ აქტს? არ ფიქრობთ, რომ უპრიანი იქნბოდა ქრისტესავით, მათთვის გაგეწიათ მსახურება, ვინც თქვენთვის სრულ არარაობას წარმოადგენს, და კორპორაციის წევრს არაფრით მოგაგონებთ – არც მრწამსით, არც ეროვნებით, არც შეძლებით და არც განსწავლულობით?

მაგალითად, ჩემთვის.

რა თქმა უნდა, მე ვერ მოგთხოვთ, ყოველწლიურად ფეხის დასბანად ჩემი ვატიკანში ვიზიტი დააფინანსოთ. მით უმეტეს, ვერც იმას, რო ლოცვა და პედოფილთა მეთვალყურეობა დაუტევოთ, თქვენი მრევლი აღვირახსნილ სულიერ მამათა, ასევე, შესაძლოა, ეშმაკის ანაბარა დატოვოთ და ჩემ სამსახუროდ თბილისში ჩამოხვიდეთ.

მაგრამ არსებობს გამოსავალი, რომელიც არც თქვენ დაგიჯდებათ რაიმე, და ჩემ სულიერებისაკენ მისწრაფებასაც სრულიად დააკმყოფილებს.

რას იტყვით, მე თითონ, ფეხების ბანვისას, ჩემი ხელები – თქვენ ხელებად რომ წარმოვიდგინო?

ჩემი აზრით, ამით რამოდენიმე კურდღელს დავიჭერთ – ერთის მხრივ, ჩემი ფეხები და სულიერება მუდმივი ზრუნვის ქვეშ იქნება, თან ორივე დროსა და ფულს დავზოგავთ, ხოლო თქვენ კიდევ უფრო მეტ ქულებს დაიწერთ თქვენი უფროსის ყოვლისმხედველ თვალში.

თანხმობის ნიშნად ასე შეგვიძლია დავთქვათ – თქვენი შემდგომი გამოსვლა თქვენი ბალკონიდან ხალხისათვის მიმართვისას ასე დაიწყეთ –  Urbi, Orbi et Giorgi


ნეტარებით ველი ამ დღეს.

პროლეტარული სასოებით, კევლე


თვითაქტუალიზაცია



ეგეთი ცნება არსებობს - თვითაქტუალიზირება. ესაა ადამიანის უნარი - მოახდინოს საკუთარი თავის სტიმულირება, პირველ რიგში - აიძულოს იმის საკეთებლად, რისი კეთებაც საჭიროა, მაგრამ არა - სასიამოვნო. რისი კეთებაც სასიამოვნოა, ყველა აკეთებს. ყველაზე რეგვენი ადამიანიც კი. თვით ცხოველებიც.

არც ერთ ცხოველს, არანაირ არსებას ადამიანის გარდა არ შეუძლია თვითაქტუალიზირება.



ყველაფერი ადამიანური - საკუთრივ და სპეციფიკურად ადამიანური - მთელი ცივლიზაციაკულტურა, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა ცნობიერების ევოლუციის პროცესში მოიპოვა - თვითაქტუალიზირებული ადამიანების შემნილია. გაიხსენეთ ყველა დიდი ადამიანი, საქმიანობის ყველა სფეროდან, ვინც სამაგალითოდ მიგაჩნიათ, ან მოგწონთ, ან იქნებ - შთაგაგონებთ კიდეც. ყველა მათგანი - თვითაქტუალიზირებული ადამიანი იყო.

თვითაქტუალიზაცია არ ნიშნავს აიძულო საკუთარ თავს იყო კეთილი, მეგობრული, მხიარული... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იგი მუდმივად განვითარებადი ადამიანის თვისებებია. თვითაქტუალიზირება სწორედ ესაა - საკუთრი თავის იძულება, რომ განვითარდე, გაიზარდო.

ამიტომ, თვითაქტუალიზირებადი ადამიანი კი არ გაურბის, მუდმივად ეძებს პრობლემებს, ცდილობს განსაზღვროს მათგან არსებითი, და კრეატიულად გადაჭრას. მან იცის, რომ ადამიანი მხოლოდ პრობლემათა გადაჭრისას იზრდება. ამიტომაცაა პრობლემის სხვა სახელი შანსი.

თვითაქტუალიზირებადი ადამიანი მიზეზებს არ ეძებს, რომ გაიზარდოს, მოტივაცია არ სჭირდება. მისთვის ვისთვად ცხადია, რომ ეს აუცილებელია.

ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მაშინ აიძულებს თავს რაიმე ისწავლოს, როცა ეს პრაგამტული აუცილებლობაა, როცა სხვაგვარად ვერ გადარჩება, ვერ ადაპტირდება  რეალობასთან. ასეთ დროს ყველა ცდილობს - მიზანმიმართულად თუ ინტუიციურად, გაიზარდოს. ეს ბიოლოგიური ფუნქციაა.

მაგრამ ადამიანი - ბიოლოგიური არსება არაა. ადამიანს ზრდისთვის მოტივაცია არ სჭირდება. არც პირობებს ითხოვს ან მოელის. არც უმოქმედობისთვის გასამართლებელ მიზეზებს ეძებს  - იცის, რომ ასეთი არ არსებობს. ზრდა ყველა პირობებში შეიძლება. ყველა ასაკში, ყველა ქვეყანაში.

ჰოდა, თუ ფიქრობთ, რომ ვაპირებ თვითაქტუალიზაციისაკენ მოვუწოდო ვინმეს, შეცდით: სევდის მომგვრელი გარემოება მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ეს უნარი როგორც ნებისმიერი უნარი შეიძლება განივითარო, ან პირიქით გამოუყენებლობით სრულიად დააჩლუნგო, მაგრამ შეუძლებელია შეიძინო ეს ან გაქვს, ან არა.

ერთადერთი, რაც შეიძლება - დააკვირდე საკუთარ თავს - გაქვს ეს უნარი, თუ არა. და განსაზღვრო - მათ შორის ხარვინც რეალობას ქმნის, თუ ამ პროცესში - მუდმივი ქმნადობის, ცნობიერების ევოლუციის პროცესში  ძალიან საპატიო, არანაკლებ ამაღლებული მისია - შავი სამუშაოს შესრულება გაკისრია.


ყველას ომი არაფრის წინააღმდეგ




ანუ ლათენტური სტალინიზმის ვნებანი


ეს ტექსტი ე.წ. საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ დისკუსიისას დაიწერა. ვნებები მალე ჩაცხრა და მეც მიმავიწყდა... დღეს ფეისბუკზე დისკუსიამ კვლავ გამახსენა ეს თემა, და მიუხედავად პრობლემის ხანდაზმულობისა, ან ამოწურულობისა, მაინც გადავწყვიტე გამომექვეყნებინა - იმ ადამიანთათვის, ვინც ტელევიზიის მიერ დათმობილი ორი წუთიდან კარგად ვერ შეიტყო ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიციის შესახებ, და ჯერაც უჩნდებათ შეკითხვები

საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ კანონპროექტის (თავისუფლების ქარტია) შესახებ მსჯელობისას მომხრეებისა და მოწინააღმდეგების პოზიციებს ერთი რამ აერთიანებს. თვლიან, რომ სიმბოლიკა არ უნდა აიკრძალოს ტურისტული ან/და კულტურული ღირებულებების გამო, ან იმის გამო, რომ სტალინიზმი დანაშაული არაა, თუ თვლიან, რომ უნდა აიკრძალოს, რადგან არანაირი ღირებულება არ გააჩნია, და რომ სტალინიზმი, საბჭოთა კავშირი, კომუნიზმიდანაშაულია, თუ თვლიან, რომ ამის გაკეთება ახლა არაფერში გვჭირდება _ ყველა მხარე ისე იქცევა, თითქოს იმის არსებობა, რაზეც ლაპარაკობენ, თავისთავად ცხადი რამაა. ემ აზრით, სიტუაციის აბსურდულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ასე არაა, საუბრის საგანი უბრალოდ არ არსებობს, ‘კონვენციაყალბია! სხვაგვარად:

არ არსებობს არავითარი საბჭოთა სიმბოლიკა

და მაინც, ცხადია, რომ ხალხი, რომელიც ამაზე ბჭობს, რაღაცას გულისხმობს, რაღაცითაა მოტივირებული, რაღაც მიზნები ამოძრავებს. სახელდობრ, რა, ამის გარკვევას, და აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთებას შევეცდებით ჩვენ წერილში. ჩვენი აზრით, ეს დასკვნები ძალზე საგულისხმოა დღევანდელი ქართული რეალობის დასახასიათებლად.

აღნიშნოთ, რომ დისკუსია გასცდა კონკრეტული კანონპროექტის შინაარსის შესახებ მსჯელობის ფარგლებს, და ხშირად ისეთ რამეებს გულისხმობს, რაც, სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, თავად ავტორთა განცხადებით, კანონპროექტში არ დევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ საკითხს ფართოდსაზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების შესაბამისად და ყოველმხრივ განვიხილავთ, რაც ბუნებრივია, კანონპროექტის შინაარსსაც მოიცავს.

მაშ, რა შეიძლება იგულისხმებოდესსაბჭოთა სიმბოლიკაში’?

ნამგალი და ურო

არაა მხოლოდ საბჭოთა სიმბოლიკა. ნამგალი და ურო არა მხოლოდ  მრავალი საერთაშორისო კომუნისტური/სოციალისტური ორგანიზაციის და ანტისტალინური მეოთხე ინტერნაციონალის სიმბოლოცაა, არამედ გამოსახულია მაგ. ავსტრიის დღევნდელ სახელმწიფო ერბზე. მართალია, რომ აგრარული კულტურისა და ინდუსტრიალიზმის ეს სიმბოლოები საბჭოთა ავტორიტარულმა რეჟიმმაც გამოიყენა, მაგრამ ეს ისევე არ ასაბუთებს, რომ ისინი სტალინურ სიმბოლოებია, როგორც მაგ. ინკვიზიციის მიერ ჯვრის გამოყენება არ ასაბუთებს, რომ ჯვარი მხოლოდ ობსკურანტიზმის სიმბოლოა.


აქ მხოლოდ ერთი შენიშვნა შეიძლება არსებოდესდიზაინი. მართლაც, ავსტრიის ღერბზე ეს სიმბოლოები სხვაგვარადაა გამოსახულიისინი არწივს უპყრია ბრჭყალებში. ასევე სახეცვლილია ეს სიმბოლიკა სხვა ქვეყნების-მოძრაობების ატრიბუტებზე. გამოსავალი არსებობს: კანონპროექტმა მისი იმ სახით გამოყენება უნდა აკრძალოს, როგორც საბჭოთა კავშირი იყენებდა. ეს კი კონკრეტული დიზაინის, და არა სიმბოლიკის აკრძალვაარაც მთავარია, გამოსავალი არსებობს სიმბოლიკის გამოყენების მსურველთათვისაც: მათ  ვერავინ დაუშლის ოფიციალურ საბჭოთა ატრიბუტიკაზე გამოსახულ ნამგალსა და უროს დახრის კუთხეები მაგალითად, 11 გრადუსით შეუცვალონ, და ამტკიცონ რომ ეს უკვე სხვა დიზაინია, ამდენადსხვა სიმბოლო.

ვარსკვლავი  წითელი და სხვა


საბჭოთა სიმბოლიკაში მოიაზრებენ წითელ ვარსკვლავსაც. ეს უძველესი სიმბოლო სხვადასხვა დატვირთვით გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება უამრავ კულტურულ, რელიგიურ, პოლიტიკურ და ა.შ. კონტექსტში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – საბერძნეთით დაწყებული, იაპონიით დამთვრებული. ქრისტიანულ ტრადიციაში ის ჯვარცმული ქრისტეს ხუთ ჭრილობას განსახიერებს. წითელი ვარსკვლავი დღეს გამოიყენება არა მხოლოდ სხვა პოლიტიკური ერთეულების, მაგ. ბრაზილიის მშრომელთა პარტიის დროშაზესხვათა შორის, სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელია ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი  ლულაარამედ ისეთ არაპოლიტიკურ სიტუაციებში, როგორიცაა მაგ. ლუდი ჰაიენეკენი, მეისის მაღაზიათა, და პრეტ ა მანჟეს სენდვიჩ–ბარების ქსელებ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, და მრავალი სხვა. თუ წითელ ვარსკვლავს ავკრძალავთ, გამოდის, ჰაინეკენის გაყიდვა უნდა ავკრძალოთ. აღარაფერს ვამბობთ იმ სამწუხარო გარემოებაზე, რომ მოგვიწევს ბრაზლიელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვაც. საბჭოთა სიმბოლიზმის ტრადიციაში წითელი ვარსკვლავი მშვიდობიანი შრომის იდეალს განასახირებდა. ფაქტია, რომ ტოტალიტარიზმის ზეობის ხანაში ამ სიმბოლომ უამრავი ადამიანისთვის სულ სხვა, დესპოტური და არაადამიანური სისტემის აღმნიშვნელის ფუნქცია შეიძინა. მაგრამ კვლავ, ეს ისევე არ ასაბუთებს თავად სიმბოლოს დანაშაულებრივობას, როგორც ინკვიზიციის მიერ ცოცხლად დამწვარი ათასობით ადამიანის ტანჯვა არ გამოდგება ჯვრის – ინკვიზიციის ოფიციალური სიმბოლოს კრიმინალიზებისათვის.

საბჭოთა კავშირში ოქროსფერ ვარსკვლავებსაც იყენებდნენ. რა თქმა უნდა მათაც ვერ ავკრძალავთ. ყოველ შემთხვევაში, სანამ ევროპას დეკლარაციულად მაინც ვაცხადებთ ჩვენ ორიენტირად. ევროკავშირის დროშაზე გამოსახულ ვარსკვლავებსაც რომ თავი გავანებოთ, ამ სიმბოლოს ოქროსფერ ვარიანტს უამრავ სხვა ვითარებაში შეიძლება შევხვდეთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საბჭოთა კავშირთან, არც სტალინთან, არც კომუნიზმთან.

მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ – ამ სიმბოლოებს იყენებდნენ სწორედ სხვა, არატოტალიტარულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებში. ამგვარი ვითარება არ გვაქვს სვასტიკასთან დაკავშირებით: პოლიტიკურ და სოციალურ ველში დღეს იგი მხოლოდ ნაციზმთან, ცალსახად ნეგატიურად ასოცირდება. აკრძალვა კი მხოლოდ ამ – პოლიტიკურ–სოციალურ განზომილებას შეიძლება ეხებოდეს, და ეხება კიდეც, სადაც იგი მოქმედებს. არავის მოუვა თავში აზრად ძველი თუ ახალი ჯაინისტური, ირანული თუ ფინური რელიგიურ–კულტურული ძეგლებიდან სვასტიკის ‘დემონტაჟი’.

როგორც ჩანს, ფერებზე გართულება არც კანონპროექტის ავტორს, ბ–ნ გია თორთლაძეს და მის მომხრეებს აქვთ. არსებითად ისინი კონკრეტულად რომელიღაც შენობებზე ვარსკვლავებს ერჩიან. მაგ. კინოს სახლის შპილზე. ეს ვარსკვლავი არც წითელია, არც ოქროსფერი. გამოდის, მხოლოდ იმიტომ უნდა მოვხსნათ, რომ ვარსკვლავია. (ამის პარალერულად, სხვა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მაგ. ამერიკის საელჩოს უნდა მოვთხოვოთ ქვეყნიდან საკუთარი დროშები გაიტანო, ან უკეთესი მომავლის მოლოდინში დაასაწყობოს). თუ არც ამ მიზეზით ვხსნით, მაშინ რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ კინოს სახლიდან ვარსკლვავის მოხსნა გავამართლოთ. ხოლო კანონპროექტმა შემდეგი ფორმულირება უნდა მიიღოს – ‘კანონპროექტი კინოს სახლის, პარალმენტის შენობის და ზოგიერთი სხვა ნაგებობიდან დეკორაციის მოხსნის შესახებ’.

გამართლება ლოგიკურად ერთი შეიძლება იყოს: თუ ვარსკვლავი არც სპეციფიკურად საბჭოთაა, მით უმეტეს სტალინური, არც მხოლოდ კომუნისტური, არც წითელი, არც ოქროსფერი, და მხოლოდ იმიტომაც ვერ მოიხსნება, რომ ვარსკვლავია, მაშინ იმიტომ უნდა მოიხსნას, რომ საბჭოთა პერიოდს ეკუთვნის. აქ საქმის სიმბოლური განზომილება სრულიად გამოირიცხება, რჩება მხოლოდ ისტორიული. სხვათა შორის, ზოგიერთი ადამიანის აზრით, ისტორიული ძეგლებიც, მაგ. სტალინის, ამ სიმბოლიკის განზომილებას უნდა მივათვალოთ. რატომაა კონკრეტული ადამიანის რეალისტური სამგანზომილებიანი გამოსახულება  – სიმბოლიკა, აუხსნელი რჩება. ამდენად, საჭირო იქნება, რაიმენაირი ლეგიტიმაციის შესაქმნელად, სიმბოლიკის მაგივრად სხვა განსაზღვრების შემოტანა. თუ ცნებაკულტურულ მემკვიდრეობასგვერდს ავუვლით, რათა იმ ადამიანების ინტერესებიც დავიცვათ, ვინც ყველაფერ საბჭოურს არა კულტურად, არამედუკულტურობად მიიჩნევს, ვფიქრობ ერთადერთი ნეიტრალური, ყველასთვის მისაღები და ობიექტური გამოსავალი გვრჩება: ცნებასაბჭოთა ისტორიული მემკვიდრეობა’. ხოლო თუ საბჭოთა ისტორიულ მემკვიდრეობას სიმბოლური ნიშნით ვერ დავაკლასიფიცირებთ, რადგან, ვიმეორებარავითარი სპეციფიკურად საბჭოთა სიმბოლიკა არ არსებობს, ლეგიტიმურობას იძენს კითხვა: თუკი საბჭოთა ისტორიული მემკვიდრეობისაგან განთვისუფლებაა საჭირო, რატომ არ დავანგრიოთ ყველაფერი, რაც საბჭოთა წარსულიდან შემოგვრჩა და საბჭოთა ისტორიული მემკვიდრეობის განსაზღვრებაში ჯდება? მაგ. რატომ არ გავანადგუროთ მთლიანად წყალტუბო, როგორც სტალინური არქიტექტურის ნიმუში? რად არ დავაშროთ საბჭოთა წყალსაცავები? რატომ არ დავანგრიოთხრუშოვკები’? რატომ არ დავწვათ მაშინდელი გამოცემული წიგნები? რატომ არ ამოვჭრათ ფილმებიდან კადრები, რომლებიც სტალინს, ლენინს და .. ასახავენ? საერთოდ, ჩვენი ქვეყნის 80% რად არ აღვგავოთ პირისაგან მიწისა?

შესაძლოა ნამგალი და უროსა, და ვარსკვლავის გარდა სხვა სიმბოლოები გავიხსენოთ. მართალაც, საბჭოთა კავშირში სხვა სიმბოლოებსაც იყენებდნენ. მაგ. გადაშლილი წიგნი, როგორც განათლების სიმბოლო, ან – გაწყვეტილი ბორკილები. ბუნებრივია, არც ესენია სპეციფიკურად საბჭოთა სიმბოლოები. შესაძლებელიც რომ იყოს ისეთი სიმბოლოს მონახვა, რომლის საბჭოური აუთენტურობა დადასტურდება, მათი არაცნობადობისა და გამოუყენებლობის გამო მასზე მორგებული კანონი იმ აბსურდულ კანონებს დაემსგავსება, რომლებიც მაგ. ამერიკის რომელიღაც შტატში თავზე დახურულ ქუდქვეშ ფუტკრების მოშენებას კრძალავს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ საბჭოთა სიმბოლიკა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სოციალისტურ-კომუნისტური, და ის უნდა აიკრძალოს. ამ ადამიანთა აზრით, ყველაფერი, რაც კომუნისტურია, კრიმინალურია. თუ სიმბოლიკის აკრძალვის საფუძვლად თავად კომუნიზმის იდეის კრიმინალურობა გამოცხადდება, მოგვიწევს ყველაფერი კომუნიზმის იდეასთან დაკავშირებულის, შესაბამისადლამის ნახევარი დასავლური აზროვნების პოლ ელუარის, ალან გინსბერგის, ლუკინო ვისკონტის, პიერ პაოლო პაზოლინ, პაბლო პიკასოს, ანტონიო გრამშის, ლუი ალთუსერის, ალან ბადიუს, ელფრიდე ელინეკის, ჟან პოლ სარტრის, ნაზიმ ჰიქმეთის, ბერტოლტ ბრეხტის, ჯონ ლენონის და მრავალ სხვათა შემოქმედების აკრძალვა. მოკლედ, აბსურდს გვერდს აქაც ვერ ავუვლით... აღარაფერს ვამბობთ იმ უმეცრებაზე, რომელიც სიტყვადეკომუნიზაციისუკან დგას.


ამ საკითხზე მსჯელობისას მრავალი ჩვენებური ნეოლიბერალი ინტელექტუალის ტექსტს ერთი რამ აერთიანებდაცინიკური დამოკიდებულება იმათადამი, ვინც ფიქრობს, რომსაბჭოთა კავშირი ჯერ საკუთარი თავებიდან უნდა გავდევნოთ’. ამ აზრისადმი მეც კრიტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ სხვა მიზეზით: ბ–ნ ლევან რამიშვილისაგან განსხვავებით, რომელიც თვლის, რომ სიმბოლურთან ბრძოლაც აუცილებელია, მე ვფიქრობრომ სიტყვაჯერწინადადებაში ზედმეტია. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, და მხოლოდ, სადაც საბჭოთა ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას შეიძლება ვებრძოლოთჩვენი საკუთარი თავებია. ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ავტორიტარიზმი უნდა განიდევნოს. სიმბოლურ განზომილებაში ეს პრობლემა არ არსებობს, ის ხელოვნურადაა შექმნილი. ლოგიკურად ამის მხოლოდ შემდეგი მიზეზები შეიძლება იყოს: უმეცრება; ანამოცანა: რეალური პრობლემების შესახებ დისკუსიას მისტიფიცირებული, ‘მოდელირებული’ ‘პრობლემატიკა’ ჩაენაცვლოს. ჩვენ წინაშე მდგარ უამრავ პრობლემათგან კი ერთერთი მნიშვნელოვანია არა სიმბოლოები, არამედ სრულიად რეალური საკითხი: ვის ინტერესებშია, და რატომ განუწყვეტელი ბრძოლა აჩრდილებთან? ვინ და როგორ განსაზღვრავს ჩვენი სოციალური პრობლემატიკის დღის წესრიგსრა რეალური პრობლემების მიჩქალვის ერთ–ერთი მცდელობაა ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ვარსკვლავის წინააღმდეგ?

და ამ მზარდი რეალური პრობლემების ფონზე სტალინიზმი მკვიდრება როგორც ძალაუფლების შენარჩუნების აუცილებლობა დაშინების გზით ადამიანთა ასოციალიზაციის, მასმედიის ტოტალური კონტროლისაკენ მისწრაფების, პოლიციური სახელმწიფოს ფორმირების, განსხვავებული აზრის კრიმინალიზაციის, სოციალურ ველში ირაციონალიზმის კუტივირების სახით. სტალინიზმია, როდესაც ზარზეიმობენ გორში სტალინის ძეგლის აღებას, და როდესაც ქართველი სახელისუფლებოინტელექტუალები’  ამას საბჭოეთის იმპერიალისტური აზროვნების წინააღმდეგ, თუ განსაბჭოებისაკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ, ისე, რომ განსხვავებული აზრის არსებობას აპრიორულად სტალინის აპოლოგიად, ან ‘ჩარეცხილობის’ სიმპტომად აცხადებენ. განსხვავებული აზრი კი ისაა, რომ სინამდვილეში ეს არის არა იმპერიული აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ახალი იმპერიის მიერძველის ნაშთების განდევნის მცდელობა, რათა თავად დაემკვიდროს, როგორც ტოტალურ წესრიგი. ნეოლიბერალური ფორმით ჩვენთვის ახალი, არსით კი ძალიან ძველი იმპერია მავე - სიმბოლურ განზომილებაში დამკვიდრებას მონდომებით ცდილობს საბჭოური აქტებითჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნიდან დაწყებული, წმინდა გიორგის ძეგლით დამთავრებული. ამ პოლიტიკის’ არსი არა მხოლოდ სიმბოლოებით ზედმეტ და საშიშ, ირაციონალურ გატაცებაში მდგომარეობს, არამედამ ქვეყნის მცხოვრებთა ნების სრულ იგნორირებაში.  წმინდა გიორგის ძეგლის დადგმამდე იმ ხალხს (მათ შორის, მხატვრებს და არტ კრიტიკოსებს) ვინც წარსულში საბჭოთა ნომენკლატურულიმხატვრის’, აწ პუტინის რეჟიმის ვიზაჟისტი ზურაბ წერეთლის უგვანო ქანდაკების ქალაქის ცენტრში დადგმას და ქალაქის პროვინციალიზაციისაკენ მორიგი ენერგიული ნაბიჯის გადადგმას აპროტესტებდა, გიგი უგულავას პირით ხელისუფლებამ განუცხადა: ''გადაწყვეტილება მიღებულია, დისკუსიებს აზრი არ აქვს!''  ეს არაა დემოკრატიული დასავლეთი, საითაც მივიწრაფვით, ეს საბჭოთა კავშირია


ასევე საქმის არსსაა აცდენილი ის, ვინც ხარობს სტალინის ძეგლის აღებას, რადგან არ უყვარს იგი, და ხელისუფლების უაპელაციო ქმედებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ხელაღებით სტალინისტებად ნათლავს. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ ძეგლის აღებამდე გორის მოქალაქეთათვის აზრი არ უკითხავთ. ცხადია რამოდენიმე სპეცდავალებით მოქმედი აქტივისტის მიერ შეკოწიწებული წერილი არ იგულისხმება. ‘ინტელექტუალებსშემწყნარებლურად ეღიმებათ მტკიცებაზე, რომ რა აიღონ და რა დადგან ქალაქის ცენტრში, ვისი სახელი დაარქვან ან გადაარქვან ქუჩასპირველ რიგში ამ ქალაქის და ქუჩის მცხოვრებთა გადაწყვეტილება  უნდა იყოს. სწორედ დემოკრატიის ამ ელემენტარული პრინციპის სრული იგნორირება, ხელისუფლების უნდობლობა ხალხისადმი და ნარცისისტული თავდაჯერება საკუთარ თავში არის ჩვენში შემორჩენილი საბჭოურიაზროვნებისწესის კიდევ ერთი მკაფიო სიმპტომი. ხელისუფლების, ‘ინტელექტუალების’, ‘ფეისებისდა . სახით წარმოდგენილი სწორედ ეს ლათენტური სტალინიზმი არის იმ სამწუხარო გარემოების აშკარა ნიშანი, რომ საბჭოურ იდეოლოგიის ათწლეულების მუშაობამ უმთავრეს და ცინიკურბრიყვი დაბედნიერიადამიანებისსაზოგადოებისშექმნის მიზანს მიაღწია. ჩვენი დღევანდელი ყოფა სწორედ საბჭოთა იდეოლოგიის ხანგრძლივი ეფექტიანობისა და ქმედითობის თვალსაჩინო მაგალითია. სანამ სიმბოლოებისა და აჩრდილების წინააღმდეგ ბრძოლის ეიფორიაპატრიოტიზმის ნიშანია, და ჩვენ პოტენციურად  სამოქალაქო სივრცესამ ორშაურიანი მამულიშვილობის ჭყლოპინი განმსჭვალავსსტალინის საქმე ცოცხალია!

როგორც ჩანს, განთვისუფლებას კიდევ ხანგრძლივი ძალისხმევა დასჭირდება. მე მჯერა, რომ საბჭოთა ტოტალიტარულ მემკვიდრეობას მხოლოდ საკუთარი თავის განუწყვეტელი უკომპრომისო განახლებით, ცნობიერების რადიკალური ტრანსფორმაციით შეიძლება ვებრძოლო, რადგან სიბრიყვე განსაზღვრებით  სწორედ ისაა, რასაც სიმბოლურ დონეზე ვერ შეებრძოლები იმიტომ, რომ სიბრიყვეს ყველანაირი სიმბოლოს გამოყენება შეუძლია საკუთარი მიზებისათვის, და ამავე დროს, საკუთარი, სპეციფიკურად ბრიყვული სიმბოლოები არ გააჩნია.