იდიოტიზმის კვლევისათვის


ფრანკლინ დელანო რუზველტის დროის ამერიკაში გადასახადების მაქსიმალური ჭერი იყო… აბა რამდენი? სცადეთ კდევ ერთხელ... ცოტაც, კიდევ  მოუმატეთ...… უფრო თამამად... არა...… 96 % !!!

96%

დიდი დეპრესია, მსოფლიოში მანამდე არნახული ეკონომიკური კრიზისი... მოცემული კონკრეტული სიტუაციდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. და რუზველტმა ეს გამოსავალი არა მარტო იპოვა – განახორციელა!

ამის შედეგი იყო ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო ეკონომიკური განვითარება. ის კი არა, რომ ზოგადად ეკონომიკა განვითარდა, რითაც უბრალო ხალხმა იხეირა – მდიდართა ხარჯზე. არა! რომ არა ეს პოლიტიკა, მდიდარ ხალხს ისევე ეტირებოდა ყოფა, როგორც ყველა სხვას – უბრალოდ ცოტა გვიან. მდიდრებმა ეს გაიგეს, და მიიღეს რუზველტის შეთავაზება. ეს იყო კონსენსუსი, და არა იძულება! მოკლედ, უპრეცედენტოდ დიდი გადასახადებით მოიგო ყველამ!

ცხადია, რომ დღეს, როცა ამგვარი საგადასახადო პოლიტიკის რეალური წანამძღვრები არ არსებობს, ასეთი გადასახადი გაუმართლებელია.

მოკლედ, საღი აზრი გვკარნახობს მარტივ  დასკვნას – გადასახადები არაა რაიმე აბსოლუტური ფასეულობა, არამედ – მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი მეთოდი. და მხოლოდ მეთოდი. და არავითარ შემთხვევაში – დოგმა! ამდენად –  გარკვეულ სიტუაციაში შესაძლოა გამართლებული იყოს გადასახადების შემცირება, სხვა დროს კი პირიქით – გაზრდა.

ახალგაზრდებს მინდა მივმართო – ვისაც ასწავლიან, რომ დიდი გადასახადები – ცუდია, მცირე – კარგი. ან პირიქით.

ასეა:  ვინც ცდილობს გადასახადების ზომაზე რაიმე აბსოლუტური კანონი დაადგინოს. ვინც გადასახადების ჭეშმარიტი ზომის შეცნობას ‘ესწრაფვის’ – პატივცემულო ახალგაზრდებო, ვინც ამა გასწავლიან – იდიოტები  არიან!

ეს არაა გინება. ღმერთმა დამიფაროს. ესაა ყველაზე კორექტული სიტყვა, რაც მსგავსი ადამიანების შესახებ შეიძლება ითქვას. 

ძველ საბერძნეთში იდიოტს ეძახდნენ ადამიანს, რომელიც იმაზე ლაპარაკობდა, რის საიმშიც არ იყო.

მიაფურთხეთ იდიოტებს – რამდენი უნივერსიტეტის დიპლომი, ან სადოქტორო სერტიფიკატიც არ უნდა ედოს ჯიბეში. დაკავდით რეალური განათლებით.

No comments:

Post a Comment