რა იცის ბენდუქიძემ?




''ფრაზას „ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები” – შინაარსი არ გააჩნია. ეს იგივეა, თქვა, რომ ბენდუქიძემ კულულები უკან გადაიყარა. დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით'' (კახა ბენდუქიძე) - ეს ფრაზა არის მატრაბაზობა – რაც არ უნდა აღტყინებით აშეარებდეს ფეისბუკ საზოგადოება.  ვეცდები დავასაბუთო.

აშკარაა, რომ ბენდუქიძის ეს გამოთქმა ეფუძნება ტირანიის ერთ კონკრეტულ განსაზღვრებას,  რომელიც ყველაზე უკეთ პოპერმა გამოთქვა: ‘რა სახელებიც არ უნდა დავარქვათ, ჩემთვის ორი ტიპის ხელისუფლება არსებობს: რომლის გადარჩევაც ძალადობის გარეშე შეიძლება – მას ვუწოდებ ‘დემოკრატიას’. ყველა სხვა ფორმას კი – ‘ტირანიას’.

ეს გამოთქმა მეც ძალიან მომწონს მისი ეფექტურობის გამო, თუმცა ცხადია, რომ იგი სრულად ვერ ხსნის ცნებათა, კერძოდ, ტირანიის მნიშვნელობას. ზოგადად, ბენდუქიძს ამ ტექსტში ჩემი აზრით, არასწორია ყველა შემდეგი საკვანძო სიტყვის გაგება: ტირანია, არჩევნები, ძალადობა, რევოლუცია. ყველა ეს გამოთქმა მათი ასე ვთქვათ, საყველპურო მნიშვნელობითაა აღებული და კომბინირებული ისე, რომ გარეგნულად ჭკვიანური შთაბეჭდილება შეიქმნას, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, რეალურად ამ ფასადის უკან ტრაკის თამაში დგას. როგორც ლენინი იტყოდა – შეხედავ – ოქროა, ახლოს მიხვალ – ძღრენივით ყარს. პოპერის ამ გამოთქმით ტირანიაზე მხოლოდ პოსტფაქტუმ, მხოლოდ არჩევნების დღის მერე შეიძლება ვიმსჯელოთ – თუკი გადავირჩიეთ, ესე იგი არ ყოფილა ტირანია. მაგრამ არავის დაუვალებია ჩვენთვის, რომ მხოლოდ ეს, პოპერის განსაზღვრება მივიჩნიოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. თავისი კლასიკური მნიშვნელობით, ტირანია არის პრაქტიკა, რომლის შესახებაც შეიძლება ვიმსჯელოთ მისი ლოგიკის მიხედვით, და არა იმით, თუ რა ბედი ეწევა ბოლოს მას. ტირანია არის ძალაუფლების ბოროტი გამოყენება, მისწრაფება აბსოლუტური ბატონობისკენ. მმართველობა, დაფუძნებული ტერორზე და შანტაჟზე, ძალადობაზე (ყველა, მათ შორის, ფსიქოლოგიური სახის) – ხალხის წინააღმდეგ და ვიწრო ჯგუფის სასარგებლოდ. თუ ამ კრიტერიუმებით განვსჯით, სააკაშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ტირანი. აი ბენდუქიძეს კი ქოჩორა მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, ეხლა უკვე სააკაშვილსაც მხოლოდ წარსულში...

ასევე სისულელეა მტკიცება, რომ ტირანია მხოლოდ ძალადობრივი რევოლუციით მარცხდება. ისტორია ბ–ნ კახას ამაზე კვერს ვერ დაუკრავს.  მხოლოდ პინოჩეტის მაგალითიც კი სრულად საკმარისია ამ ‘არგუმენტის’ უკან მდგარი უმეცრების დასანახად.

არჩევნები და რევოლუცია: ჩემი აზრით, სრულიად აშკარაა, რომ ის, რასაც ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიული არჩევნები ჰქვია, ჩვენთან უბრალოდ არ ყოფილა. არჩევნები არაა ერთდღიანი პროცედურა. ეს ერთი დღე შეჯამებაა დემოკრატიული – უწყვეტი დისკუსიის, განსჯის, გადარჩევის პროცესისა, რომელიც სრულიად აუცილებელია წარიმართებოდეს მთელი მოსახლეობის სრული ინფორმირებულობის, შიშისგან და რეპრესიებისაგან თავისუფლების, პოლიტიკური პროცესების სრულფასოვნების პირობებში. სრულიად აშკარაა, რომ ასეთი პროცესი ჩვენთან არ ყოფილა. ამიტომ, ეს არ ყოფილა არჩევნები ამ სიტყვის სწორი გაგებით. ეს არ ყოფილა რევოლუციაც ამ სიტყვის ასევე საყველპურო გაგებით: შეიარაღებული ძალადობა, სისხლი და ა.შ. ჩემი აზრით, სრულიად აშკარა იყო, რომ არც ერთი ამ ფორმათაგან არ იმუშავებდა. ის, რაც რეალურად მოხდა, იყო რევოლუციური არჩევნები, ან – საარჩევნო რევოლუცია. რევოლუცია, არა როგორც ფორმა (ყალბი, სტერეოტიპული ფორმა – სისხლი, ავტომატები და ა.შ.), არამედ – როგორც შინაარსი – სიტუაციის არსებითი ცვლილება, პოლიტიკური კურსის რადიკალური განახლება,  სადაც არჩევნების პროცედურა მხოლოდ ფორმალურ იარაღად იყო გამოყენებული. და რომ არა ტირანიის განსაკუთრებული გაძლიერება წინასაარჩევნო პროცესში, ეს შედეგები ტირანიისთვის გაცილებით უფრო კატასტროფული იქნებოდა. ჩემთვის დიდი ხანია აშკარა იყო ორი რამ, და ამის შესახებ დიდი ხნის წინ ვამბობდი. რომ: 1 – რომ არავითარი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ იქნებოდა. 2 – და რომ, მიუხედავად ამისა, სისტემის შეცვლა შესაძლებელია არათავისუფალ საარჩევნო პირობებშიც კი.

საქმე მარტივადაა – ტირანია არ ნიშნავს დაუმარცხებელს!  ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს ტირანზე ძლიერი! რეალურად, არავინ შეიძლება იყოს ხალხზე უფრო ძლიერი, და არ არსებობს და ვერასოდეს იარესებებს ტირანია, რომელსაც ხალხი ვერ დაამხობს! სისხლი და ძალადობა – იარაღის ისტორიული განვითარების პროცესის ლოგიკის კუთვნილებაა, და არა ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლოგიკის. ანუ: თუ ოდესღაც ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღი შუბი და მახვილი შეიძლება ყოფილიყო, მოგვიანებით – ავტომატი და მოლოტოვის კოქტეილი – დღეს,  21–ე საუკუნეში ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები უეჭველად იქცევა მთავარ ინსტრუმენტად ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეალურად მოხდა ეს: ხალხმა შეძლო მობილიზება. უპირველს ყოვლისა, ის აღმოჩნდა ტირანზე უფრო ძლიერი შეგნების თვალსაზრისით: უარი თქვა ფიზიკური ძალადობის გზაზე და შეძლო ტირანიის დამხობა ლეგიტიმური – საარჩევნო პროცედურის მეშვეობით. თუმცა, მტკიცება, რომ ეს ყველაფერი ძალადობის – ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გარეშე წარიმართა, უბრალოდ სასაცილო კი არა, არამედ უზნეოა! ამ ადამიანებს ძალადობის სხვა კრიტერიუმები აქვთ – რაიმე ძალადობად რომ ჩაითვალოს, საჭიროა ათასობით გვამი და ტონობით დაღვრილი სისხლი. ჩემი კრიტერიუმებით კი, იმისათვის, რომ ვთქვათ – ძალადობა იყო! – სრულიად საკმარისია კარალეთის შემთხვევა, რომელიც სულაც არაა ინციდენტი, არამედ სიმბოლო ტენდენციისა. მაგრამ ეს იყო ძალადობა დრომოჭმულისა და ჩამორჩენილის – ტირანის მხრიდან, და არა ხალხის მხრიდან!

რა თქმა უნდა, იმას, რომ ტირანიას საზღვარი დაედოს, რომ იგი დამარცხდეს, არ ეყოფა მხოლოდ სახალხო განწყობები. ჩვენ ვითარებაში ტირანიის წინააღმდეგ ამ სახალხო ღია შეთქმულებას სჭირდებოდა ორი უმნიშვნელოვანესი რამის ორგანიზება: შიდა მობილიზაცია, და მოკავშირეები. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა თავისი ყველა სახის რესურსით შეძლო  ერთიც და მეორეც. ავად თუ კარგად, ხარვეზებით თუ როგორც, შიდა მობილიზება მისმა ჯგუფმა შეძლო. მოკავშირეებად კი დასავლეთის ქვეყნების მობილიზებას ხელი შეუწყო თავად მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა – როგორც იმან, რომ ზოგადად ტირანია შეუთვსებელი და მიუღებელია თანამედროვე განვითარების მიმართულებასთან, ასევე  გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე კონკრეტულმა ცვლილებებმა – ნეოლიბერალური, პოლარიზაციაზე დაფუძნებული კონფრონტაციის ნაცვლად – თანამშრომლობის მსოფლიოსაკენ მოძრაობის ტენდენციებმა.

და ბოლოს, ეს ორი რამ რომ შესაძლებელი გამხდარიყო, საჭირო იყო არა მხოლოდ ტირანიის ბოროტების და ჩამორჩენილობის ხედვა, არამედ – პოზიტიური ალტერნატივა. მომავლის პოზიტიური ხედვა, მათ შორის, ისეთი მომავლის, სადაც ტრაკის თამაშს – ტრაკის თამაში ჰქვია, ბრიყვს ბრიყვი და ჭკვიანს – ჭკვიანი – იყო ის, რამაც ტირანიის დამხობა შესაძლებელი გახადა. როცა ამ ყველაფრს გაიგებს, ბენდუქიძე შეძლებს კულულები უკან გადაიყაროს. 

13 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. მე მომწონს ასეთი მსჯელობა

    პ.ს.

    "თუ ოდესღაც ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღი შუბი და მახვილი შეიძლება ყოფილიყო, მოგვიანებით – ავტომატი და მოლოტოვის კოქტეილი – დღეს, 21–ე საუკუნეში ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები უეჭველად იქცევა მთავარ ინსტრუმენტად ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში."

    ეს მემარცხენეს განცხადებას არ ჰგავს ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. მერწმუნეთ, მართლმორწმუნე მარქსისტის სიტყვებია :)

      Delete
  4. Anonymous10/09/2012

    ბენდუქიძის ნააზრევი უფრო გასაგებად და ლოგიკური ბმით იყო ჩამოყალიბებული. ტირანიის იქით რაც ეწერა, ის უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.

    ReplyDelete
  5. Anonymous10/09/2012

    imitom rom benduqidze shedarebit ufro ganatlebulia da chkviani. icis ra da rogor ilaparakos rom arc mwvadi dawvas da arc shamfuri. es ki opoziciurad ganwyobili adamianis statiaa romelic yvela sityvashi mxolod cudis danaxvas cdilobs savaraudod.

    ReplyDelete
  6. Anonymous10/09/2012

    mgoni es mxolod dakompleqsebuli, dabogmili komunistis naweria, romelsac idiofiksad akvs memarjveneebis landzgva da gineba, meti araperi

    ReplyDelete
    Replies
    1. ისეთი თავდაჯერებული საუბრობთ, უეჭველია ზუსტად იცით რასაც ამბობთ. უსინდისო უნდა იყო სიტყვის შებრუნება რომ გაუბედო თქვენისთანა გონებაგახსნილ კაცს. გპირდებით ვიფიქრებ, და თუ დამცალდა, გამოვსწორდები კიდეც

      Delete
  7. Anonymous10/10/2012

    "მომავლის პოზიტიური ხედვა, მათ შორის, ისეთი მომავლის, სადაც ტრაკის თამაშს – ტრაკის თამაში ჰქვია, ბრიყვს ბრიყვი და ჭკვიანს – ჭკვიანი – იყო ის, რამაც ტირანიის დამხობა შესაძლებელი გახადა."
    ხოდა ჩემის აზრით ან ბრიყვი ხარ ან ათამაშებ!

    ReplyDelete
  8. Anonymous10/20/2012

    მე უფრო მარტივად ვიტყვი
    მიშას ქონდა ზუსტად (arc meti arc naklebi) 2 არჩევანი

    ან აღიარებდა არჩევნებში დამარცხებას და ან მიიღებდა რევოლუციას
    ნამდვილ სისხლიან რევოლუციას

    მიიღო მარტივი გადაწყვეტილება...
    ამ შემთხვევაში ბევრად მეტი შანსია აქვს გადარჩეს

    ReplyDelete
  9. Anonymous10/21/2012

    თავის გაბრიყვება სასარგებლოა, რადგან ეს შესაძლებლობას იძლევა დავინახოთ და რაც მთავარია, საკუთარ თავზე განვიცადოთ ყოველივე ამ "გაბრიყვების" შედეგი. ხალხნო, ნუთუ ჯერაც ვერ ხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა GAGABRIYVAT?! ნუთუ გწამთ, რომ ადამიანს, რომელსაც თურმე თავისი ქვეყნის მომავალი "სულ აწუხებდა", რომელმაც თავისი ცხოვრების ნახევარი მილიარდების შოვნას მოანდომა, ამ ყველაფრის მერე გადაწყვიტა თუ გაუჩნდა სრვილი, თავისი ქვეყნის ბრობლემებზე ეზრუნა და მოეგვარებინა ისინი. (არაფერს ვამბობ ჩემს დამოკიდებულებაზე მის ასე გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში თავისი ლოგიკური აღსავსე ფაქტებით. ამ ფაქტების დანახვების მცდელობაზე ბევრად სასარგებლო არის როგორც ქვეყნის, ასევე_ხალხის მომავლისთვის,
    საკუთარ თავზე გამოვცადოთ ყველამ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწვეთილების შედეგები.

    ReplyDelete
  10. Anonymous10/21/2012

    კევლხე კახას აკრიტიკებს ;დ

    ReplyDelete
    Replies
    1. 'კევლხე კახას აკრიტიკებს ;დ'- გავიშიფრე...

      Delete