ჰაიეკი?



ეს ტექსტი დღეს ერთ ჩემი მეგობრის პასუხად დავწერე. რადგან ჰაიეკი დღეს არა მხოლოდ ზოგიერთი ქართველი ინტელექტუალის ძალზე დაგვიანებული, ანაქრონისტული გატაცების საგანია, არამედ ნეოლიბერალური ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი იდეოლოგიური დასაყრდენი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო, ცალკეც გამომაქვს. ცოტა შევცვალე, ბუნებრივია ამომწურავ კრიტიკად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ ზოგიერთი, ჩემი აზრით საგულისხმო ფაქტის ნაკრებია.


ჰაიეკი ფსევდომეცნიერულია – ძალიან ბევრი (არასოციალისტი) ეკონომისტის, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების აზრით. ჰაიეკის სულიერი შვილი მილტონ ფრიდმანი, ასევე გორდონ ტულოკი, ბრაიან კაპლანი, პოლ კრუგმანი მის მრავალ თეორიას თეორიას მცდარად, და ირაციონალურად მიიჩნევენ. ირაციონალიზმის ბრალდება მოგეხსენებათ, ზოგადად ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოძღვრების მიმართ ვრცელდება.


2. პოლიტიკურად ანგაჟირებულია. დევიდ ლაიდლერის აზრით, ჰაიეკის თეორია იმთვითვე პოლიტიკური მიკერძოებულობით იყო მოტივირებული. ეს არა მგონია ვინმესთვის საიდუმლო იყოს. არსებითად ამ ირაციონალური და ფსევდომეცნიერული მოძღვრების არსი პოლიტიკური ენით გამოიხატება, რაც ქართულ სინამდვილეში შეიძლება ასე გამოითქვას – მიეცით მთელი ძალაუფლება კახა ბენდუქიძეს!


როგორც კეინზი იტყოდა, შეშლილი პოლიტიკური ექსტრემისტების მოქმედება უმეტესწილად რომელიმე აკადემიური მჯღაბნელის შრომებიდან იკვებება. სწორედ ასეთ აკადემიკოსად, ომების, დიქტატურების, უსამართლო ეკონომიკური ‘წესრიგის’ გასამართლებლად გამოადგა ჰაიეკი იმ პოლიტიკურ კლასს, რომელიც ნეოლიბერალიზმის პოლიტიკის წყალობით დედამიწის რესურსების დიდ ნაწილს უკვე დაეუფლა. 


სწორედ იმ პოლიტიკური კლასის ახირებით, რომელმაც მის იდეოლოგიაზე დაყრდნობით უამრავი ადამიანის სიღტაკისთვის გაწირვის ხარჯზე უზარმაზარი ქონება დააგროვა, ჰაიეკი ნობელი პრემიით დააჯილდოვეს. ეს ერთ–ერთი ყველაზე პოლემიკური ქმედება იყო ნობელის პრემიის ისტორიაში, მაგრამ როგორც ჩანს, კომიტეტმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ზეწოლას ვერ გაუძლო. თუმცა რაღაც მაინც მოახერხეს – ნამუსის მოსაწმენდად გუნარ მირდალთან, სოციალისტ ეკონომისტთან ერთდ გაუყვეს ჯილდო პატივცემულ ჰაიეკს.



ჰაიეკის მოძღვრება ამორალურია. ჰაიეკს შეუძლია დიქტატურა გაამართლოს იმ იმედით, რომ მერე ის დემოკრატიაში გადაიზრდება (!). 


’პირადად მე ლიბერალური დიქტატურა მირჩევია არალიბერალურ დემოკრატიულ მმართველობას’. - ჰაიეკი.


შეგახსენებთ, რომ ჰაიეკის შემთხვევაში საზოგადოდ ლიბერალურში მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა იგულისხმება, და არა კლასიკური ლიბერალიზმის ფასეულობები.


ისმის კითხვა – თუკი ეს მოდელი – პინოჩეტიდან – დემოკრატიისკენ, გამართლებულია, რატომაა სტალინი გაუმართლებელი? უკეთ, გზა სტალინიდან – გორბაჩოვისაკენ? არა მგონია ათსობით დახოცილი, ათიათსობით ნაწამები ადამიანის ხარჯზე პინოჩეტის ეკონომიკური მიღწევები, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, ვიდრე სტალინის მიერ ერთ–ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან ეკონომიკად და ზესახელმწიფოდ ქცევა. 


’ლონდონ თაიმსისადმი’ წერილში ჰაიეკი იცავდა ხუნტას, აცხადებდა რა, რომ ’ამ ძალიან გაკრიტიკებულ ჩილეში მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც არ აღიარებდა, რომ პირადი თავისუფლება პინოჩეტის დროს ჩილეში ბევრად მეტი იყო, ვიდრე ალიენდეს დროს.’’


როგორც ’გარდიანი’ წერდა პასუხში - ’რა თქმა უნდა პინოჩტის რეჟიმის მიერ ათსობით დახვრეტილი და ათულ-ათსობით ნაწამები ადამიანები არ ლაპარაკობდნენ’ 




დღეს, როცა პინოჩეტიც დასრულდა და ალიენდეც, და ისტორიის უფრო მიუკერძოებელი ცოდნა გახდა შესაძლებელი, შეგვიძლია უფრო სწორი წარმოდგენა შეიქმნა ამ საკითხზე. არსებობს მრავალი ფილმი და სხვა წყაროები, სადაც პინოჩეტის ფაშისტური რეჟიმის სისასტიკის შესახებ თავად რეჟიმს გადარჩენილი მრავალი მსხვერპლიც ლაპარაკობს. 


4. ამგვარად, ჰაიეკი არის გზა პინოჩეტისაკენ, ზოგადად – ტოტალიტარიზმისაკენ. 


აი ლიბერტარიანელი ეკონომისტი ვალტერ ბლოკი, ვენის ეკონომიკური სკოლის ანარქო–კაპიტალისტი (ალბათ ყურადღებას აქცევთ, რომ სოციალისტების მოსაზრებებს შეგნებულად გვერდს ვუვლი):



სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ჰაიეკმა მისი საკუთრი ფილოსოფიური პერსპექტივის მიართ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რომ თუ მის პრინციპებზე სისტემას ავაგებდით, იგი არცთუ განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, რასაც თავად თითქოს გადაჭრით უპირისპირდებოდა. 

No comments:

Post a Comment