რატომ არ ვგლოვობ გუდიაშვილს დღეს




გუდიაშვილის სკვერის დანგრევას მე საბოლოდ შევეგუე მაშინ, როცა პროტესტანტებმa განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიზირება არ სურდათ. ჩემთვის ამ წუთიდან ცხადი იყო რომ  დაინგრეოდა (და ეს მე და ჩემმა მეგობრებმა-თანამოაზრეებმა არაერთხელ ვთქვით. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის სწორად დაყენებით და საზოგადოებრივი ორგანიზებით არა მხოლოდ ამის თავიდან აცილება, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეიძლებოდა).

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ისევე აგებს პასუხს შედეგებზე, როგორც ხელისუფლება.

თუ ამქვეყანაში კიდევ ვინმეს აქვს იმედი, რომ ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლის გარეშე რამის, თუნდაც 'არაპოლიტიკურის', მაგრამ საზოგადოებისთვის რეალურად პოზიტიურის მიღწევა შეიძლება - ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მისი ოჯახის წევრებს და ახლობელ-მეგობრებს.

No comments:

Post a Comment