რკინისფეხიანი კაცისა და სხვათა ნამდვილი ამბავი




ლევან ჩიტაიშვილს, რომელიც დღეს, ყველაზე ცივ და ქარიან ღამეს,
მარტო დარჩა დევნილებთან ერთად კარავში


ზურაბ გვასალია

კაპიტანი ზურაბ გვასალია 1964 წელს სოხუმში დაიბადა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულებიდან რამოდენიმე თვეში ომი დაიწყო. ზურაბი ბატალიონ ცხუმის რიგებში ეწერა. ბრძოლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კელასურის ხიდზე ფეხში დაიჭრა. 3 ოპერაცია საქართველოში გაიკეთა. მაშინ მის დასახმარებლად არავის ეცალა. დახმარება არც უძებნია. როგორც თვითონ ამბობს, ქვეყანას მასზე გაცილებით დიდი პრობლემები ჰქონდა. შემდეგ მკურნალობა მოსკოვში გააგრძელამეგობრების შემწეობით, და გამოგონილი გვარით. სულ 15 ოპერაციი გაკეთება მოუხდა. დღეს ერთ ფეხში, მუხლს ქვემოთ, რკინა აქვს ჩასმული. ოპერაციები კიდევ სჭირდება. მაგრამ ეს ფული ღირს...

ღამით, კარავში, რკინა იყინება. უცხო სხეული თავის წესებს კარნახობს ორგანიზმს, და აციებიდან ცოტა ხანში ზურაბს აუტანელი ტკივილები ეწყება. ამ პროცესის შეჩერება ძლიერი გამაყუჩებლებითაც შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რკინა ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში არაა ჩართული. ზურაბი ფეხზე ცელოფანს იხვევს, ფეხს ჩანთში ყოფს, წვება, და ცდილობს დაიძინოს. ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ – არა.


ზურაბს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ყავს, 22 წლის ნათია. ნათია მოსკოვში სწავლობს. მამაშვილს 3 წელია ერთმანეთი არ უნახავს. სატელეფონო ურთიერთობაც ჭირსნათია სტუდენტია, და ფული არც ისე ბევრი აქვს. ზურაბს კიდევ უფრო ცოტასახელმწიფო მას ყოველთვიურად 28 ლარს აძლევს. ეს მისი მთელი შემოსავალია. ჰო, არც ისე ცოტაა... პრინციპში ბევრიც კია... გახსოვთ, შევარდნაძის დროს...


ზურაბს სოხუმში სახლი ჰქონდა. მანქანა ჰყავდა. მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ ომამდე მომავალს ოპტიმისტურად უყურებდა. დღეს ზურაბი ოპტიმისტი აღარაა. ადრე ეგონა, რომ ახალ – რევოლუციურ სახელმწიფოს არაფერი სმენოდა მისნაირი ადამიანების შესახებ. ამიტომ მინისტრს მიმართა. მინისტრი ხომ იმისთვისაა, რომ მისი პრობლემები მოაგვაროს! პრობლემების მოგვარებას კი პირი არ უჩანს. დევნილებმა სამინისტროსთან კარვები გაშალეს. ისინი დღეს ვშესაფარს ითხოვენარაფერს სხვას! სახელმწიფოსდემოკრატიის შუქურას, რეფორმების ჩემპიონს, ეკონომიკური სასწაულების შემოქმედსთავშესაფრის საშუალება არ აქვს. თავშესაფრების აშენებას ფული დაჭირდება. ფულს კი ხე არ ისხამს! გამოდის, ეს ფული მაგ. ზღვისპირეთში ასაშენებელ სასტუმროებს, კაზინოებს, რესტორნებს უნდა მოვაკლოთ. ზურაბს უხსნიან, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. რომ მას არსებითად, ქვეყნის ჩამოშლა სურს. ზურაბს უნდა ესმოდეს მისი ხსნის ფორმულა – წელს 1 000 000 ტურისტი, ხუთ წელიწადში – 20 000 000, 10 წელიწადში – 50 000 000... ეს ფულს მოიტანს, ფული მოიტანს ზურაბის ღირსეულად დაკრძალვის საშუალებას. ნათიას კი პატივი ექნება რომელსამე სასტუმროში მიმტანად მოეწყოს.


კარავში ზურაბის ოპტიმიზმი საბოლოოდ მოკვდა. მინისტრი, რომელსაც მისი პრობლემების მოგვარება ევალება, ამბობს, რომ ისინი – დევნილები, ვერაფერს მიაღწევენ, და ოდესმე მაინც რომ მიაღწიონ, ისინი, ვინც ეხლა აქტიურობენ, ვინც ბუნტს აწყობენ, აი, სწორედ ისინიმინისტრი თითებს იშვერს დამნაშავე ვნილებისაკენვერფრს, ვერაფერს, ვერაფერს მიიღებენ!

როცა მინისტრს ჟურნალისტები მის მოვალეობებს შეახსენებენ, სახელმწიფო ზურაბს სთავაზობს, რომ ფოცხოეწერში წავიდეს. ზურაბმა არ იცის იქ რა უნდა აკეთოს. აქდედაქალაქში, ღვთისნიერი და შეძლებული ხალხი მაინცაა, ვინც ზოგჯერ დაეხმარება. ფოცხოეწერში ყველას მასსავით, ან მეტად უჭირს. მე და ჩემი მეგობრებიც ვფიქრობთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ფოცხოეწერში. რომ აუცილებელი არაა მხოლოდ ხელისუფლების იმედზე ვიყოთ. ვარწმუნებთ, რომ თბილისში ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთს ძალიან, ძალიან ბევრი ფულიც კი აქვს. ამ კეთილმა ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, რომ მათ გვერდით, მათი იზოლირებული აპარტამენტების კედლებს მიღმა ასეთი სამყაროც არსებობს. რომ იცოდნენ, უეჭველად იმოქმედებდნენ. ვუხსნით, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ არ იციან. აკი ყველა მედიას ჩვენთან უცნაური გატაცება შეეყარა – ეს უნდა იყოს მიზეზი. ტელევიზიები დევნილებს არ აჩვენებენ – ჩვენთან ხომ დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიები და გაზეთები თვითონ განსაზღვრავენ რაზე ილაპარაკონ, და რაზე არა. ტელევიზიებმა, მათ შორის, საზოგადოებრივმა, ზუსტად იციან, რომ დევნილების პრობლემა მოიცდის – ხალხს აინტერსებს მოუგებს თუ არა ვარსკვლავი ჩვეულებრივ ადამიანს თვალდახუჭულ ხტუნაობაში, გადაჰყვება თუ არა ხულიო როსელინაზე დარდს, მხოლოდ ბავშვებს და როკ–მუსიკოსებს უყვართ პოლიცია, თუ სხვებიც მოიძებნებიან... გაზეთები და ჟურნალები დაუნდობლად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მაგ. ავტობუსის კეთილშობილ მგზავრთა დაცვას სუნიანი მგზავრებისაგან, და რაც მთავარია, ჩვენი უბედურების მთავარ მიზეზს – ხალხს, რომელიც ბრბოა, რომელიც რუსულ მუსიკას უსმენს, ქართული თანამედროვე ლიტერატურის შედევრებს პრინციპულად არ კითხულობს და ქართულ გოიმურ თოქ–შოუებს უყურებს.

ამიტომ, საჭიროა როგორმე სხვა გზით მივაწვდინოთ ხმა კეთილ ხალხს. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ ეს არც ისე ძნელია. ყოველ შემთხვევაში – არა შეუძლებელი. ეს იმაზე ძნელი არაა, ვიდრე ის, რასაც ახლა დევნილები აკეთებენ – უკვე ოთხი თვეა კარვებში ცხოვრობენ, გაღვიძებისას არ იციან რას ჭამენ დღეს, ან ჭამენ თუ არა, იშოვიან თუ არა შეშას, რომ კარვებში შეძრომამდე ცოტა გათბნენ. მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც თითო ღამე დავრჩით კარავში, ლევან ჩიტაიშვილს, რომელიც დღეს მარტო რჩება იქ, ვეუბნებით, რომ ეს ძალიან ძნელია. გამოცდილებას ვუზიარებთ. დევნილები იღიმიან და მხრებს იჩეჩავენ. ძნელი? ადვილი? მათთვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა.


No comments:

Post a Comment